ფილმში "ყირიმი. გზა სამშობლოსკენ", რომლის პრემიერა ტელეარხ "როსიას" ეთერში 15 მარტს გაიმართა, რუსეთის პრეზიდენტმა გასაიდუმლოებული ოპერაციის დეტალები გაიხსენა იმის შესახებ, როგორ გადაარჩინეს რუსმა სამხედროებმა იანუკოვიჩისა და მისი კორტეჟის წევრები სიკვდილს.
პუტინის თქმით, იანუკოვიჩი 21 თებერვალს კიევიდან ხარკოვში ჩავიდა, ხარკოვიდან კი დონეცკში, საიდანაც ყირიმში აპირებდა გადასვლას. მისივე ტქმით, ჰქონდა ინფორმაცია, რომ იანუკოვიჩის განადგურება იგეგმებოდა:
"როცა ჩვენმა რადიოლოკაციის სპეციალისტებმა იანუკოვიჩის კორტეჟის ადგილსამყოფელი დაადგინეს, ცხადი გახდა, რომ ის მალე ცასაფრებულებს წააწყდებოდა. გვქონდა ინფორმაცია, რომ მას იქ მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევბით ელოდებოდნენ, დიდხანს საუბარს არავინ აპირებდა. მაშინ მე გავეცი ბრძანება, რომ ეღონათ ყველაფერი ცაშიც, მიწაზეც და წყალშიც, რათა იანუკოვიჩის სიცოცხლე ეხსნათ.
იანუკოვიჩი უკვე დონეცკიდან კარგა შორს იყო გასული, მის კორტეჟს უკვე ესროდნენ. ჩვენ მათ ვაცნობეთ, სად უნდა გასულიყვნენ - ნაპირთან, სადაც ვერტმფრენები სპეცრაზმელებით ბორტზე, მიაკითხავდნენ. ჩვენი ვერტმფრენები ამაოდ ეძებდნენ მათ ადგილსამყოფელს და ცხადი გახდა, რომ საწვავი უმთავრდებოდათ და უკან უნდა გაბრუნებულიყვნენ", - იხსენებს პუტინი.
გადაცემის ავტორის ტექსტში, რეკონსტრუქციის თანხლებით აღწერილია, რომ პილოტები ციდან ათვალიერებდნენ ხმელეთს, თუმცა, კორტეჟის კვალი არსად ჩანდა და ამ დროს უცებ ვერტმფრენებიდან სინათლე შენიშნეს - ხმელეთზე რამდენიმე წყვილი ფარი ანათებდა: ეს იანუკოვიჩის ესკორტის მანქანების მძღოლებმა ცართეს შორი ხედვის ფარები, რათა ადგილსამყოფელი ხილული გაეხადათ პილოტებისთვის. ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ ასე მოქცევის მინიშნება იანუკოვიჩის ესკორტმა მოსკოვიდან მიიღო. ამის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ვერტმფერენები იმ ადგილას დასხდნენ და იანუკოვიჩის და მისი ესკორტის წევრები ბორტებზე აიყვანეს.
"მაგრამ ვიქტორ იანუკოვიჩმა არ ისურვა რუსეთში გადმოფრენა. ის ყირიმში წავიდა და მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც კიევში მოვლენები ტრაგიკულად ვითარდებოდა, ყირიმში, ანუ, უკრაინის ტერიტორიაზე იყო და მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიხვდა, კიევში ვერავის დაელაპარაკებოდა, რუსეთში გადმოვიდა".