
გამოცემა „რუსმონიტორი“ წერს, რომ ფოსტით მიიღო რუსეთის პრეზიდენტის საქმეთა სამმართველოს ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ინკოგნიტო თანამშრომლის წერილი, რომელიც იტყობინება, რომ ვლადიმირ პუტინმა იშემიური ინსულტი მიიღო.
ამასთან, კლინიკის თანამშრომელი აზუსტებს, რომ საავადმყოფოში ვლადიმირ პუტინი არ გადაუყვანიათ.
„რუსკი მონიტორის“ რედაქციას ამ ინფორმაციის არც დადასტურება შეუძლია და არც უარყოფა. შესაძლოა, ის ცრუ შეტყობინებაც იყოს, მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რუსეთის პრეზიდენტი გასული კვირის ბოლო დღეების შემდეგ არ გამოჩენილა საჯაროდ, ხოლო მისი შეხვედრა ბელორუსისა და ყაზახეთის პრეზიდენტებთან მოულოდნელად გადაიდო.
მიმომხილველები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ხელისუფლების სათავეში პუტინის ყოფნის მთელი ხნის განმავლობაში მსგავსი არაფერი მომხდარა", - წერს გამოცემა.