
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით საყვარელიძე უკრაინის გენპროკურორის პირველ მოადგილედ დაინიშნა. ამის შესახებ პროკურატურის წყაროზე დაყრდნობით "УНН" წერს.
შეგახსენებთ, დავით საყვარელიძე თბილისი პროკურორი, 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის დროს კი მთავარი პროკურორის მოადგილე იყო. დავით საყვარელიძე საქართველოს პარლამენტის წევრი იყო. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია თითქოსდა საყვარელიძის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძრვანელად დანიშვნის შესახებ.