
უკრაინელ ჩინოვნიკებს, რომლებიც საკუთარი ქონების წარმომავლობის დასაბუთებას ვერ შეძლებენ, მას ჩამოართმევენ, ხოლო თავად ქონების მფლობელები, შესაძლოა, დააპატიმრონ კიდეც, - ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადის კორუფციის აღმოფხვრის კომიტეტის თავმჯდომარემ იგორ სობოლევმა განაცხადა.
"24-ე არხისთვის" მიცემულ ინტერვიუში იგორ სობოლევი ამბობს, რომ კორუფციასთან წარმატებული ბრძოლისთვის, პირველ რიგში, მოსამართლეებისა და პროკურორების ლუსტრაციაა საჭირო, ხოლო ქვეყნის მთავარი პროკურორი პარლამენტის ან პრეზიდენტის მიერ კი არ უნდა ინიშნებოდეს, არამედ კონკურსის წესით უნდა აირჩიონ.
"საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვის და რა დამსახურებისთვის აირჩევენ ქვეყნის მთავარ პროკურორად - ეს თანამდებობა კონკურსის მიხედვით არჩევითი უნდა იყოს", - ამბობს სობოლევი.