გავრცელებულმა ინფორმაციამ უცხოური საქონლის გაძვირების თაობაზე რუსეთში მყიდველთა ბუმი გამოიწვია.
ქვეყანაში, ბოლო ხუთი წლის მანძილზე პირველად, ნოემბერში მთლიანი შიდა პროდუქტის 0,5%-იანი ვარდნა აღინიშნა.
მთლიანად 2014 წლის მონაცემებით, რუსეთის ეკომონიკამ 0,6%-იანი ზრდა განიცადა, თუმცა ახალი 2015 წლისთვის ქვეყნის ხელისუფლება მისი 0,8%-ით დაცემას პროგნოზირებს.
რუსეთის ეკონომიკა, რომელიც გარკვეულწილად ენერგომატარებლების ექსპორტზეა დამოკიდებული, ნავთობზე ფასის დაცემამ დადასავლეთის სანქციებმა სერიოზულად დააზარალა.
თავის მხრივ, მსოფლიო ბანკმაც თავის ანგარიშში რუსეთის ეკონომიკის მდგომარეობა უარყოფითად შეაფასა და გამოთქვა ვარაუდი,რომ მომავალი წელი ქვეყნისთვის სტაგნაციის ნაცვლად, რეცესიის წელი იქნება.
რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ცნობით, წარმოების ვარდნა გადამამუშავებელ სფეროში, მშენებლობაში, სოფლის მეურნეობასა და მომსახურების სფეროში აღინიშნა. ხოლო ენერგეტიკაში, სამთომომპოვებელ სფეროსა და საცალო ვაჭრობაში პირიქით, ზრდაა აღნიშნული.
თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ საცალო ვაჭრობაში დადებითი მაჩვენებელიც დროებითი მოვლენაა და რუბლის კურსის კატასტროფული ვარდნით არის გამოწვეული, რამაც მყიდველთა შორის აიოტაჟი გამოიწვია.
ორშაბათს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმადაც ბანკებს გაბანკროტების შემთხვევაში ორმაგ დაზღევას გადაუხდიან.
ვლადიმერ პუტინმა რუსეთის „ცენტრბანკს“ მიანიჭა უფლება ქვეყნის უმსხვილესი ფინანსური ორგანიზაცია „Сбербанк России“ გრძელვადიანი კრედიტებით მოამარაგოს.