-
2014-09-12 17:07
პირველ ოქტომბერს წალენჯიხის სოფელ ეწერში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“ დღის ცენტრი“ გაიხსნება,სადაც 15 უნარშეზღუდული ბავშვი იქნება გაწევრიანებული.
აღნიშნული ცენტრის დირექტორი და იდეის ავტორი დარეჯან სამუშიაა, რომელიც მზადაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს გაუწიოს დახმარება, რათა ამ პატარებმა წალენჯიხაში ,სოფელ ერწერში საზოგადოების სრულყოფილ წევრებად იგრძნონ თავი.
შეზღუდული შესაძლებლობის „დღის ცენტრს“თავისი მოკრძალებული დახმარება პარლამენტის წვრმა ლევან ქარდავამ გაუწია, რომელმაც ცენტრი საყოფაცხოვრებო ტექნიკითა და საოჯახო ინვენტარით უზრუნველყო.
„თუ საზოგადოებაში არსებობს ეს ნაწილი, რომელებიც საზოგადოებრივ ცხოვრებაში არ არიან ინტეგრირებულნი, ჩვენ ვალდებულნი ვართ დავეხმაროთ, თითოეული ადამინისაგან მათ სჭირდებათ დახმარება რათა ხელი შეუწყოთ იცხოვრონ უკეთეს პირობებში.ისინი ჩვენგან თანაგრძნობას მოითხოვენ, მოითხოვენ, რომ საზოგადოების სრულყოფილ წევრებად მივიჩნიოთ. „დღის ცენტრი“ მუდამ ჩემი ყურადღების ცენტრში იქნება და მოვუწოდობ ყველას, მხარი დაუჭირონ აღნიშნული ცენტრების გახსანას"-აღნიშნა წალენჯიხის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან ქარდავამ.
