
მარიუპოლთან ბატალიონ "აზოვის" მებრძოლებმა რუსი ტერორისტების სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი გააუვნებელყვეს. მათ 20 ტერორისტი მოკლეს, 11 კი ტყვედ აიყვანეს. თავად "აზოვს" დანაკარგი არა აქვს.
ინფორმაციას მარიუპოლთან მომხდარი შემთხვევის შესახებ "ფეისბუქზე" ბლოგერი ანდრეი მირონოვი ავრცელებს და ფოტოებსაც აქვეყნებს. შეგახსენებთ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არსებული შეთანხმების მიუხედავად, რუსი ტერორისტები უკრაინის არმიის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების შეგზავნას აგრძელებენ.
"აზოვის" მიერ ლიკვიდირებული და ტყვედ აყვანილი ტერორისტებიდან ყველა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა.