
ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ავრცელებს "ქორთიარდში" გადაღებულ ფოტოს, სადაც აღბეჭდილია "რუსი და ქართველი ხალხის ერთიანობის ფონდის" ლიდერის ვლადიმირ ხომერიკისა და ყოფილი დეპუტატის, ნიკა კვეზერელის შეხვედრა.
შეხვედრის საბაბი და საუბრის თემა უცნობია. ასევე უცნობია, კიდევ ვინ ესწრებოდა შეხვედრას. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ანტიქართული განცხადებებითა და განწყობით ცნობილი ვლადიმირ ხომერიკი დღეს თბილისში რამდენიმე სახელმწიფო მოხელესაც შეხვდა.