-
2014-09-02 23:52
ჰოლივუდის იმ მსახიობთა და ცნობილ მოდელთა სია, რომლებიც ჰაკერების მხრიდან მათ iCloud-ზე შეტევის მსხვერპლი გახდნენ და მათმა პიკანტურმა ფოტოებმა მსოფლიო უკვე მოიარა, იზრდება.
ქეით ეპტონთან ერთად, რომლის პირადი ფოტოები ჰაკერებმა ერთგავრი აგრესიული დაუნდობლობით გაავრცელეს, შავ სიაში მოხვდნენ ისეთი ცნობილი სახეები, როგორებიც არიან სკარლეტ იოჰანსონი, კიმ კარდაშიანი, ჯენიფერ ლოურენსი და სხვები.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ქეით ეპტონისგან, მაგალითად, სამ მილიონ აშშ დოლარს ითხოვენ, რათა მითი პირადი ვიდეოც არ გავრცელდეს. ჰაკერები იმუქრებიან, რომ აქვთ ასევე ჯენიფერ ლოურენსის სექსუალური ცხოვრების ამსახველი კადრები და ამის დასამტკიცებლად ვიდეოსქრინებს ავრცელებენ.
„აფხაზეთის ხმა“ გთავაზობთ სხვადასხვა ფორუმზე გავრცელებულ ფოტოებს ცენზურის დაცვით, საიდანაც კარგად ჩანს, რომ ჰოლივუდელთა სექსუალური ფანტაზიები მართლაც უსაზღვროა...





