-
2014-09-02 20:06
” ქრონიკა+”-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე კონფიდენციალური წყაროს მიერ გადმოცემულ ფოტოებს ასაჯაროებს:
ელისო კილაძე წერს:
"დღეს კონფიდენციალურმა წყარომ მთხოვა შეხვედრა და გადმომცა ფოტოები. წყაროს განმარტებით, ადრიან გაზაფხულზე, ანალოგიური ინციდენტი მოხდა კაფეში, ერთ-ერთ გასართობ კლუბთან რატი მილორავა მეგობართან ერთად სკანდალში გაეხვა.
ატყდა ჩხუბი და შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ მილორავას და მისი მეგობრის დაკავება დააპირა, მაგრამ ადგილზე გამოძახებულ პატრულს და პოლიციას ამის საშუალება დეპუტატმა ეკა ბესელიამ არ მისცა. აღნიშნული ფოტომასალის გასაჯაროების შემდეგ, წყარო ინცინდენტის ვიდეომასალის გადმოცემასაც დამპირდა. მე ვასრულებ პირობას, ვავრცელებ ფოტომასალას და ვიდეომასალას მიღებისთანავე გავასაჯაროვებ- აცხადებს ელისო კილაძე.
„ქრონიკა+ პარლამენტარ ეკა ბესელიას დაუკავშირდა და გავრცელებული ინფორმაციისა და ფოტომასალის შესახებ კომენტარი ჩაწერა. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი ადასტურებს ვაკეში მის მისვლას და განმარტავს:
„იქ, არა ჩემი შვილის გამო მივედი, არამედ მოქალაქე დამიკავშირდა. ბუნებრივია, მე ვერ გავახმიანებ იმ პიროვნების ვინაობას, ჩემი მოქალაქეობრივი ვალია გავუწიო დახმარება ყველას, თუ კანონი ირღვევა და არასათანადო მოპყრობას აქვს ადგილი. მახსოვს, ამ დღესაც მსგავსი ფაქტი იყო, მე სხვის დასახმარებლად ვიყავი და ჩემი შვილი არაფერ შუაშია!“
“ქრონიკა+”-ის კითხვაზე, თუ როგორ აღმოჩნდა რატი მილორავა მეგობართან ერთად ამ ინცინდენტის დროს ვაკეში და რამდენად ხშირად ეხმარება დედას “მოქალაქეობრივი ვალის მოხდის დროს” ეკა ბესელიას პასუხი იყო ძალიან ლაკონური: “ჩვენც ვაკეში ვცხოვრობთ და შემთხვევით მოვიდნენ იქ, რადგან ინცინდენტს ქონდა ადგილი!”



