-
2014-09-02 05:15
ბესლანელმა ფელიქს ტოტიევმა იმ საშინელ 3 სექტემბერს 6 შვილიშვილი დაკარგა. ყველაზე უმცროსი 8 წლის, უფროსი კი - 15 წლისა იყო.
ბორის, ლარისა, ალბინა,ანა,ლუბოვ, ძერასუ... ესენი, ვინც დაიღუპნენ. მაგრამ ფელიქს ტოტიევის შვილიშვილებიდან იმ დღეს დარბაზში კიდევ ორი ბავშვი იყო: აზამატ და მადინა ტოტიევები.
აზამატი მძიმედ დაზიანდა - მან იერიშის დაწყების შემდეგ თვალი დაკარგა, რადგან ტერორისტებმა ცოცხალ ფარად გამოიყენეს.
მანამდე, სკოლის დარბაზში რა გადაიტანა, აზამატმა ერთერთ ინტერვიუში გაიხსენა: „მე ჩემი და-ძმებისგან მოშორებით, თანაკლასელთან ვიჯექი. ჩვენს შორის ხელყუმბარა ჩააგდეს. არ ვიცი, ეს როგორ მოხდა, მაგრამ დავინახე, როგორ წამოხტა ჯარისკაცი და ყუმბარას გადაეფარა. ის აფეთქდა და დაიღუპა, ჩვენ კი გადავრჩით.
დარბაზში მყოფი ფელიქს ტოტიევის შვილიშვილებიდან მხოლოდ 13 წლის მადინა ტოტიევა გადაღცა უვნებელი...
2004 წლის 1-3 სექტემბერს სულ 186 მოსწავლე გარდაიცვალა. უმრავლესობა პირველკლასელი იყო - ისინი, ვისაც სკოლა წელს, მაისში უნდა დაემთავრებინათ.
