ისტორია ილოვაისკზე, რომელიც სულაც არაა ილოვაისკზე...

Image

ქალაქი ილოვაისკი ბოლო პერიოდში უკრაინის აღმოსავლეთით მიმდინარე გააფთრებული ბრძოლების ეპიცენტრი გახდა. ამ ქალაქის დაცვას უამრავი ადგილობრივი და უკრაინის სხვა ქალქებში მცხოვრები მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა.

 

ილოვაისკის თავდაცვამ არნახულ შემოტევას გაუძლო და ალყაშემორტყმულმა ქალაქმა მთელ მსოფლიოს აჩვენა, როგორ შეიძლება დაიცვა შენი მიწა-წყალი.

 

ალყაშემორტყმულ ქალაქს საარტილერიო ცეცხლი დაატყდა თავს, ხოლო იქედან „დონბასისა“ და სხვა შენაერთების დაჭრილ მებრძოლთა გამოყვანა კიდევ ერთი, ცალკე აღებული ისტორიაა...

 

„აფხაზეთის ხმა“ გთავაზობთ დენის ოლეინიკოვის ბლოგტექსტს, სადაც ის ილოვაისკში არსებულ სიტუაციას ხორვატიის ერთი ქალაქის ისტორიას ადარებს.

-- 

ხორვატიის ქალაქ ვუკოვარის ალყა 1991 წლის 25 აგვისტოს დაიწყო. ქალაქს უტევდა იუგოსლავიის სახალხო არმიის 36 ათასიანი კონტინგენტი, სერბი მართლმადიდებელი, თუმცა ფაშისტური წესებით მოქმედი (არაფერს გაგონებთ?) გასამხედროებული შენაერთების მხარდაჭერით.

აგრესორების შეიარაღებაში იყო ტანკები, არტილერია, მძლავრი ნაღმმტყორცნები და ავიაცია.

ვოკუვარის დამცველთა გარნიზონი 2.000 კაცს ძლივს აღემატებოდა, მათ შეიარაღებაში ავტომატები და სანადირო თოფები იყო. გარნიზონში ეროვნული გვარდიის, პოლიციის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა შედიოდა.

ამ გარნიზონში რამდენიმე ასეული ეთნიკური სერბიც იყო, რომლებსაც არ სურდათ, რომ თავიანთ ქალაქში „სერბული მშვიდობა“ დამყარებულიყო. ერთი ხორვატი გავრდიელი მერე ამბობდა, რომ მათ, როგორც საკუთარ თავს, ისე ენდობოდნენ.

ბრძოლების დაწყების შემდეგ, როცა ქალქის დამცველთა რიგები შეთხელდა, წინახაზზე ქალებიც გამოჩნდნენ. დანაკარგი საზარელი იყო, განსაკუთრებით მოსახლეობაში - „მოძმე სერბი ხალხის“ არმია ვუკოვარზე დღის განმავლობაში 12 ათასამდე ჭურვს უშვებდა, თანაც, დამიზნებისთვის თავს დიდად არც იწუხებდა...

და მაინც, დაღუპულთა ადგილებს იკავებდნენ ახალი გმირები - მოხუცები, ფერმერები, სულ ახალგაზრდა გოგონები... ხანდახან ქალაქისკენ დამხმარე რაზმები გაიჭრებოდნენ, თუმცა, მათ უმრავლესობას სერბები გზაში ანადგურებდნენ. ხორვატი ჯარისკაცების რიცხვი, რომლებიც სწორედ ვუკოვარისკენ გაჭრის დროს დაიღუპნენ, ათასს აჭარბებს...

ვუკოვარმა თითქმის სამი თვე გაუძლო. ის 1991 წლის 18 ნოემბერს დაეცა. ხორვატიის გვარდიის 204-ე ბრიგადამ, სადაც ადგილობრივები იბრძოდნენ, პირადი შემადგენლობის 60% დაკარგა. ეს ოფიციალურად. ქალაქისა და შემოგარენისთვის ბრძოლაში კიდევ 800-მდე მეომარი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. მოსალოდნელია, რომ ისინი ტყვეებად აიყვანეს და გასამართლების გარეშე დახვრიტეს სერბულ საკონცენტრაციო ბანაკებში.

დევნილად იქცა 40 ათას ადამიანზე მეტი. იუგოსლავიის არმიის არტილერიამ სახლების 90% გაანადგურა.

სწორედ ვუკოვარში მოხდა საერთაშორისო საზოგადოების მიერ დადასტურებული, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი სამხედრო დანაშაული - 264 ხორვატი მოქალაქის, მათ შორის მოზარდებისა და მოხუცების სიკვდილით დასჯა...

და რაც მთავარია, ვუკოვარი მართლაც გახდა შემობრუნების წერტილი ხორვატიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. მაგრამ შემობრუნება იმ მხარეს არ მომხდარა, რომელ მხარესაც სერბებს სურდათ.

ხორვატებმა მათ ვუკოვარი არ აპატიეს. ეს ქალაქი მათთვის გამძლეობის, სიმამაცისა და გაუტეხლობის სიმბოლო გახდა.

ყველაზე მფრთხალი ხორვატი ჯარისკაცის წამოგდება და შეტევაში აყოლიებაც კი იყო შესაძლებელი ლოზუნგით „წინ, ვუკოვარისთვის!“.

ხორვატიის რესპუბლიკის არმიის მეწინავე რაზმები სერბებისგან ოკუპირებულ ქალაქებში დროშაზე წარწერით: „გვახსოვს ვუკოვარი!“ შედიოდნენ და იქ სასტიკად, პროფესიონალურად, ავად იბრძოდნენ.

ისეც მომხდარა, რომ სერბი ჯარისკაცები ცეცხლს ხსნიდნენ ხორვატთა დროშებიანი რაზმების მიმართულებით, მაგრამ ყრიდნენ იარაღს და ტყვედ ბარდებოდნენ, როგორც კი შენიშნავდნენ წარწერას დროშაზე: „ჩვენ გვახსოვს ვუკოვარი!“.

რა მოხდა შემდეგ? იკითხავთ თქვენ.

როგორც აღვნიშნეთ, ვუკოვარი 1991 წლის ნოემბერში დაეცა.

1995 წლის აგვისტოში კი ხორვატიის არმიამ, უკვე სულ სხვაგვარმა - შეკავშირებულმა, გაწვრთნილმა, ეკიპირებულმა - დაადუღა „უფროსი ძმის“ ნაქები არმია, თავის მხარდამჭერებთან ერთად...

სერბებმა დანდობა ითხოვეს და შესთავაზეს ვუკოვარის დაბრუნება - რათა გამარჯვებისგან აღგზნებული ხორვატები, შემთხვევით ბელგრადამდე არ ჩასულიყვნენ.

1998 წელს, დიპლომატიური მოლაპარაკების შედეგად ქალაქი მშვიდობიანად ინტეგრირდა ხორვატიის შემადგენლობაში. დაიწყო ქალაქის აღდგენისა და დევნილთა დაბრუნების პროცესი.

გვახსოვს ილოვაისკი.

გვჯერა გამარჯვების.

 

დენის ოლეინიკოვი

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !