როგორ მოვიქცეთ, თუკი Facebook-ის ჩვენი პროფილიდან სპამი უნებურად იგზავნება

Image

„ფეისბუქის“ ქართველი მომხმარებლები ხშირად ჩივიან, რომ მათი პროფილიდან ხშირად, მათდაუნებურად სპამი იგზავნება, რომელიც კომენტარების სახით იდება და სხვადასხვა შინაარსი და ვიზუალი აქვს.

 

 

სპამის გამვრცელებლები, რომლებიც კარგად იცნობენ „ფეისბუქის“ თავისებურებებს, ერკვევიან მისი პარამეტრების ნიუანსებში და ისიც კარგად იციან, რას შეიძლება დააკლიკოს ქართველი მომხმარებლების უდიდესმა ნაწილმა.

 

აპლიკაციებს, რომლებსაც დაკლიკებით ვაძლევთ უფლებას, ჩვენი სახელით გამოაქვეყნოს კომენტარები, მონიშნოს მეგობრები, გაავრცელოს ესა თუ ის ბმული, სპამის გამვრცელებლები ფუთავენ ფრაზებით: „ასპროცენტიანია, უკვე ვსინჯე - გაიგე, ვინ ათვალიერებს შენს გვერდს, გადადი ბმულზე...“; „ბავშვებო, ვირუსები წავშალე, თქვენც სცადეთ, მაგარია!“ - და ასე შემდეგ.

 

ვინც მეგობრის სახელით გამოქვეყნებულ ამ და მსგავსი შინაარსის სხვა კომენტარებსა და სტატუსებს ხედავს, ხშირად გადადის ბმულზე და ჩათრეული ხდება ჯაჭვურ რეაქციაში - ახლა მისგან უკითხავად, აპლიკაცია უკვე აქვეყნებს სტატუსებსა და კომენტარებს მისივე სახელით, მეგობრები ბრაზობენ, დაბლოკვით, ამოშლით იმუქრებიან...

 

ერთი შეხედვით, სპამის შემცველი ბმულისა და ჩვეულებრივი, ამა თუ იმ ინფოს შემცველი ბმულების გარჩევა ერთმანეთისგან არც ისე ძნელია, მაგრამ რა ვქნათ, თუკი შემთხვევით დავაკლიკეთ ვირუსის შემცველ ბმულს და უნებურად გავხდით მონაწილე სპამის გავრცელების პროცესის? როგორ მოვიქცეთ ამ შემთხვევაში? რა თქმა უნდა, „ფეისბუქის“ პარამეტრებში ამის პასუხიც მოიძებნება:

 

ვაკლიკებთ პროფილის ზედა მარჯვენა კუთხეში ბოქლომის სახით გამოსახულ პარამეტრებს, გავშლით ამ მენიუს ჩამონათვალს See more settings ფუნქციით (იხილეთ მეტი პარამეტრები).

 

ამის შემდეგ მარცხნივ არსებულ ჩამონათვალში ვირჩევთ Apps (აპლიკაციები). აქ არის ყველა იმ პროგრამის სია, რომელსაც თქვენ მიეცით თქვენს პროფილთან წვდომის უფლება. ზოგი პროგრამა ვებ-საიტია, ზოგიც - თმაშები.

 

აი, სწორედ ამ სიაშია ზოგი რამ ზედმეტი. რომელიღაც პროგრამას აქვს უფლება, თქვენი სახელით გამოაქვეყნოს ინფორმაცია, სტატუსი, კომენტარი - მოკლედ, რაც მოუნდება.

 

ამ სიაში ჩამოთვლილი ყოველი აპლიკაციის გასწვრივ, მარჯვენა მხარეს არის ფუნქცია edit (რედაქტირება). თუკი შეამოწმებთ ამ ფუნქციის მიხედვით, რომელიმე აპლიკაციას ექნება მითითებული Post on your behalf, ანუ ნებართვა, თქვენი სახელით გამოაქვეყნოს ინფორმაცია. შესაძლოა, ეს იყოს Access Facebook Chat-იც, ანუ წვდომა ჩატზე.

 

კონკრეტული აპლიკაციისთვის მითითებული ყველა ნებართვის გასწვრივ არის ნიშანი x, რომელიც გაძლევთ საშუალებას, გააუქმოთ ეს ნებართვა და, თუკი არ გახსოვთ, საიდან გაჩნდა ეს აპლიკაცია თქვენს მონაცემებში და, მით უმეტეს, არ გახსოვთ, მიეცით თუ არა შეგნებულად ნებართვა, თქვენი სახელით გამოექვეყნებინა, რასაც მოისურვებდა, შეგიძლიათ, საეღთოდ დაბლოკოთ ეს აპლიკაცია.

 

ამისათვის საჭიროა, აპლიკაციის გასწვრივ არსებულ „რედაქტირებაში“ შესვლის შემდეგ დააჭიროთ Remove App (აპლიკაციის წაშლა) და აპლიკაცია გაქრება. შესაბამისად, თქვენი სახელით არ გაიგზავნება და არ გამოქვეყნდება სპამი და არც იმაზე ფიქრი შეგაწუხებთ, დაგბლოკავთ თუ არა ახლო მეგობარი მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენგან გაგზავნილი სპამები შემაწუხებელი და მომაბეზრებელია.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !