
რამდენიმე დღის წინ თბილისში, დიდუბეში მდებარე ავტოსადგურ "ოკრიბასთან" არსებული ავტოსადგურ "რუსეთის" აბრა დაუდგენელმა პირებმა სიხლისფრად შეღებეს. ფოტოებს "ფეისბუქში" ჟურნალისტი გურამ დონაძე აქვეყნებს.
გურამ დონაძემ რამდენიმე დღის წინ ასევე გამოაქვეყნა ავტოსადგურ "რუსეთის" ახალაღმართული აბრა, რასაც სხვადასხვაგვარი რეაქცია მოჰყვა. კომენტარებში აბრის შეღებვითა და დაწვითაც კი იმუქრებოდნენ.