
გლდანის ხიდებთან, წყალსადენის ქუჩაზე დაახლოებით ნახევარი საათის წინ აფეთქება მოხდა, სავარაუდოდ, ნავთობბაზაზე. ერთერთი ვერსიით, აფეთქება, შესაძლოა, იქვე ახლოს მდებარე ავტოპროფილაქტიკაში მომხდარიყო.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულია ერთი კაცი, რომელმაც ფეხი დაიზიანა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახური მუშაობს. არაა გამორიცხული, შსს-მ საქმეში სამაშველო ვერტმფრენებიც ჩართოს.
აფეთქების ადგილზე შავი კვამლის დიდი სვეტი ქალაქის სხვადასხვა ადგილიდან ჩანს.