-
2014-07-20 23:23
გამოცემა "კვირა" ავრცელებს ინფორმაციას და ფოტოს თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალიდან, სადაც საპატრულო ეკიპაჟის მანქანას სხვა მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
შემთხვევა გორთან ახლოს მოხდა და პატრულის ეკიპაჟის მანქანას „მერსედესის“ მარკის ავტომობილი შეეჯახა. ინციდენტი იმ დროს ემთხვევა, როდესაც საპარტულო ეკიპაჟის წევრები ერთ-ერთ მძღოლს ადმინისტრაციულ ჯარიმას უფორმებდნენ. შემთხვევის შედეგად სამართალდამცველებმა მსუბუქი სახის დაზიანებები მიიღეს, ისინი საავდმყოფოში გადაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

