
"ბოინგში", რომელიც დონბასთან ჩამოაგდეს ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ბოევიკებმა, სხვა მგზავრებთან ერთად ჰოლანდიის შრომის პარტიიდან გასული სენატის წევრი 62 წლის უილიამ ვიტევეენიც იმყოფებოდა.
ვიტევეენი მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად მგზავრობდა. ის სენატის ზედა პალატის წევრად ორჯერ იყო არჩეული.
შეგახსენებთ, რომ ჩამოგდებულ ლაინერში, რომელიც ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიფრინავდა, 298 ადამიანი იმყოფებოდა. თვითმფრინავი "მიწა-ჰაერის" კლასის რაკეტის მოხვედრის შედეგად ჩამოვარდა.