-
2014-07-17 10:56
მეორე მსოფლიო ომის დროს, 1945 წლის თებერვალში დაჭრილი სერჟანტი 69 წლის განმავლობაში გაგრძელებული კომის შემდეგ მდგომარეობიდან გამოვიდა. ამერიკელი საზღვაო ქვეითი ჯეიმს ჰილი ამჟამად 95 წლისაა და საარტილერიო ჭურვით თავში მიღებული მძიმე ჭრილობის შემდეგ კომაში იყო.
სენსაციური შემთხვევა სან-დიეგოში მოხდა. ამჟამად ჯეიმს ჰილი დამოუკიდებლად ამოძრავებს კიდურებს, ახელს თვალებს და საერთოდაც, გონება დაუბრუნდა, თუმცა სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ახალ გარემოსთან ადაპტირება მისთვის უძნელესი იქნება, თუ არა შეუძლებელი.
ჯეიმს ჰილს ექსპერიმენტალური მეთოდებით მკურნალობდნენ, რომლის ჩატარება მხოლოდ იმ ოთხ პაციენტზე იყო ნებადართული (რა თქმა უნდა, ოჯახის თანხმობით), რომელთა გრძნობაზე მოსვლის შანსები რადიკალურად მინიმალური იყო.
ჯეიმს ჰილს მეუღლე 9 წლის განმავლობაში უვლიდა, 1954 წელს კი მან განქორწინების ნებართვა მიიღო და ერტ წელიწადში ხელახლა გათხოვდა, ხოლო მისმა მეუღლემ იურიდიულად იშვილა ჯეიმს ჰილის შვილები, რადგან ჯეიმს ჰილი ქმედუუნარო მდგომარეობაში იმყოფებოდა.
არც შვილებს, არც შვილიშვილებსა და უკვე შვილთაშვილებსაც კი ჯეიმს ჰილი ამ დრომდე არ უნახავთ - მისი ყოფილი მეუღლე და ერთი შვილი გარდაცვლილია, ხოლო კიდევ ერთი ქალიშვილი 75 წლის ასაკშია.
ჯეიმს ჰილი ორგზის შევა გინესის რეკორდების წიგნში. ერთხელ ის უკვე შევიდა მონაცემთა ბაზაში, როგორც კომაში ყველაზე დიდხანს მყოფი ადამიანი, ხოლო მეორედ გინესის რეკორდსმენი გახდება, რადგან ის ერთადერთი ადამიანია მსოფლიოში, რომელიც ასეთი ხანგრძლივი კომიდან გამოვიდა.
ამ დროისთვის ჯეიმს ჰილთან პროფესიონალი ფსიქოლოგები მისი ადაპტაციის მიზნით იწყებენ მუშაობას - მას ხომ კომპიუტერი თვალით არ უნახავს, ამას გარდა, მისთვის შოკისმომგვრელი იქნება ის რეალობა, რომელიც 1945 წლისგან განსხვავებით, ახლაა სამყაროში - სწორედ ამის გასანეიტრალებლად მოუწევთ მუშაობა ადაპტაციის პერიოდში სპეციალისტებს.
ფოტოზე: ჯეიმს ჰილი
