
კანის კინოფესტივალზე ინციდენტი მოხდა - შემთხვევის ამსახველ ფოტოებს ფრანგული პრესა ავრცელებს.
იმ დროს, როცა მსახიობი ამერიკა ფერერა კეიტ ბლანშეტთან და სხვა მსახიობებთან ერთად ფოტოგრაფების წინ პოზირებდა, მოულოდნელად ხალიჩაზე სტუმარი მამაკაცი გაწვა და ცდილობდა, მსახიობის უზარმაზარი, თეთრი კაბის ქვეშ შემძვრალიყო.
მან ეს მოახერხა კიდეც, თუმცა ფესტივალის უსაფრთხოების დაცვის სამსახური მის ამ იდეას დიდი აღტაცებით არ შეხვედრია და მამაკაცს უცნაური ფოტოსესია მალევე შეწყვეტინა, დამფრთხალი მსახიობები კი გონს მხოლოდ გვიან მოეგნენ.