
კიევის ქუჩებში ძმებ კლიჩკოებსა და მათთან ერთად მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის დედაქალაქის მცხოვრებლებმა თბილი შეხვედრა მოუწყვეს.
კიევის მერობის კანდიდატი ვიტალი კლიჩკო დღის პირველ ნახევარში კიევის რადიოქარხნის კოლექტივს, მოგვიანებით კი ქუცაში - მოსახლეობას შეხვდა. ძმებ კლიჩკოებთან ერთად იმყოფებოდა მიხეილ სააკაშვილიც, რომელსაც უკრაინელები ოვაციით ხვდებოდნენ.
კიევის მერობის კანდიდატი ვიტალი კლიჩკო კიევის რადიოქარხნის კოლექტივთან შეხვედრაზეც მიხეილ სააკაშვილთან ერთად იმყოფებოდა. ცნობილია, რომ ვლადიმირ კლიჩკო ამ კოლექტივში რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა. რადიოქარხნის თანამშრომლებმა მათ თბილი დახვედრა მოუწყვეს.
„მე დიდხანს ვცხოვრობდი კიევში, აქ გავიარე სამხედრო სავალდებულო სამსახურიც. მე არამარტო მიყვარს უკრაინელა და მაწამს მისი ხალხის, მე მიმაჩნია, რომ აქ შრომისმოყვარე, დიდი ტალანტის მქონე, სამართლიანი ხალხი ცხოვრობს, ხოლო კიევი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქია, მას დიდი პოტენციალი აქვს.
ის ფაქტი, რომ კლიჩკომ უარი თქვა პრეზიდენტად კენჭისყრაზე და მერად კენჭისყრა გადაწყვიტა, მიანიშნებს, რომ ის პოლიტიკაში მთელი სერიოზულობით, ხანგრძლივი ვადით მოდის. მე პატივს ვცემ კლიჩკოს არჩევანს და დარწმუნებული ვარ, რომ ის კიევის წარმატებული მერი იქნება“, - განაცხადა სააკაშვილმა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ავტოგრაფი მისცა და მათთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო.
ვიდეო იხილეთ ფოტოების ბლოკის შემდეგ