
„ლუგანსკელებო, იცნობდეთ, ეს თქვენი საგარეო საქმეთა მინისტრია“ - ამ მინაწერით ქვეყნდება უკრაინულ ფორუმებსა და სოციალურ ქსელებში ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ირინა ფილატოვას ფოტოები.
ფოტოები თვითონ მასვე აქვს გამოქვეყნებული ერთ-ერთ რუსულ სოცქსელში, რასაკვირველია, „ლუგანსკის რესპუბლიკის“ ჩამოყალიბებამდე ადრე.