
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე უკრაინაში რეფორმის შედეგად შექმნილ ახალ პატრულ-პოლიციელებთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
"კარგია, როცა ქუჩაში პოლიციელები გაჩერებენ და მიზეზი მხოლოდ ერთია: მათ შენთან ფოტოს გადაღება უნდათ...", - აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.