
რედაქცია გაფრთხილებთ: კონტენტი შეიცავს სიკვდილის ამსახველ სცენებს და მისი ნახვა არაა მიზანშეწონილი არასრულწლოვანებისა და არამდგრადი ფსიქიკის მქონე პირებისთვის.
ტაილანდის დედაქალაქში ორშაბათს მძლავრი აფეთქება მოხდა, რომელსაც 20-დან 22-დე ადამიანი ემსხვერპლა, 120-დე კი დაშავდა. თვითნაკეთი მოწყობილობა ბანგკოკის ცენტრში აფეთქდა, მოგვიანებით კი კიდევ ორი აფეთქება მოხდა, თუმცა ამჯერად არავინ დაზიანებულა. დაღუპულთა შორის რვა უცხოელია. ტერაქტზე პასუხისმგებლობა არცერთ ორგანიზაციას არ აუღია.