
კიევის ცენტრში განთავსებულ რამდენიმე ცნობილ მაღაზიასა და სუპერმარკეტში პროდუქციისა და სერვისის, ასევე სხვადასხვა აქციის შესახებ მომხმარებლის ინფორმირების მიზნით, ქართულენოვანი წარწერები გაჩნდა. ეს ტენდენცია იმ მაღაზიებშიც შეიმჩნევა, რომელთა მფლობელები ეთნიკური ქართველები არ არიან.
როგორც სავაჭრო ობიექტებში განმარტავენ, ამ ჟესტით ისინი პატივს მიაგებენ ქართველების წვლილს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში, ასევე, აფასებენ ცალკეული პოლიტიკოსების, პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილის ძალისხმევას, მხარი დაუჭიროს უკრაინას ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვან ეტაპზე და თავისი გამოცდილება ქვეყანაში რეფორმების მიმდინარეობას მოახმაროს.