-
2015-07-03 02:56
მძღოლი, რომელმაც საჭის დამორჩილება ვერ შესძლო და წერონისის ქუჩაზე ბოძს დაეჯახა, რის შემდეგაც სხეულის დაზიანება მიიღო, ადგილობრივმა მამაკაცებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადას და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს დაუმალეს.
ადგილზე მისული სასწრაფო დახმარების ექიმები წეროსნის ქუჩის მცხოვრებლებს სთხოვდნენ, საშუალება მიეცათ, მძღოლი საავადმყოფოში გადაეყვანათ ან, უკიდურეს შემთხვევაში, პირველი დახმარება აღმოეჩინათ, თუმცა, ისინი ამბობდნენ, რომ მძღოლი, ბოძთან შეჯახების შემდეგ, მანქანიდან გადმოვიდა და გაურკვეველი მიმართულებით წავიდა.
შემთხვევის თვითმხილველი გახდა "აფხაზეთის ხმის" კორესპონდენტი, რომელმაც ადგილზე ფოტოებიც გადაიღო. მისი თქმით, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ავტომანქანის აკუმულატორი მეზობელ ეზოში აღმოჩნდა, ხოლო მძღოლს, სავარაუდოდ, მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა მიღებული.
ჯერჯერობით გაურკვეველია, შეძლო თუ არა შემთხვევის ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციამ მძღოლის ადგილმდებარეობის დადგენა - მათ ოქმი შეავსეს და მანქანის გადასატანად სათანადო სამსახური გამოიძახეს.



