
ზუგდიდის ცენტრში, რაფიელ ერისთავის ხეივნის შუა ნაწილში, ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან არსებული შადრევანი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს გაიხსნა და სახელმწიფო დროშის დეტალებში იყო გადაწყვეტილი, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოშალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ ადგილას ახალი შადრევანი აშენდება.უკვე არსებობს ესკიზიც, როგორი უნდა იყოს ის. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებას ზუგდიდელები არაერთგვაროვნად შეხვდნენ. უმრავლესობა მიიჩნევს, რომ არსებული შადრევანი არ უნდა მოეშალათ.