
"თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" ხელმძღვანელი, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი რუსი ჯაშუშებისა და მათი სავარაუდო ქართველი მოკავშირეების ფოტოებს ასაჯაროებს.
"საქმე № 074020614801 რუსეთის ჯაშუშები vs ბაჩო ახალაია:
ფოტოები ეკუთვნის ბელორუსიის მოქალაქეს, რუსეთის ჯაშუშს ედუარდ ტომაშუკს, რომელიც ტურისტის რანგში ჩამოვიდა თბილისში ზუსტად იმ დღეებში როდესაც რუსეთის ჯაშუშები ლონდარიძე, თეთრაძე, ჩაპლიგინი და გორელაშვილი დააკავეს, ეს ფოტოები გადაღებული დაკავების წინა დღეებში (დააკვირდით ფოტოზე მარჯვენა კუთხეში თარიღებს).
1. პირველ ფოტოზე აღბეჭდილია რუსეთის ჯაშუში ედუარდ ტომაშუკი თავდაცვის სამინისტროს ფონზე (მაჩვენეთ რომელიმე ტურისტის მიერ გადაღებული ფოტო თავდაცვის სამინისტროსთან)
2. მეორე ფოტოზე აღბეჭდილია მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს წინა შესასვლელი (რაში უნდა აინტერესებდეს ტურისტს თავდაცვის სამინისტროს შენობის ფოტო)
3. მესამე ფოტოზე - რუსეთის ჯაშუში ედუარდ ტომაშუკი იმ დროს მოქმედ დაზვერვის სამმართველოს ოფიცერთან, რუსეთის ჯაშუშ დავით ლონდარიძესთან ერთად (შეგახსენებთ, დავით ლონდარიძე გასამართლებული იქნა ჯაშუშობაზე თეთრაძესთან, გორელაშვილთან და ჩაპლიგინთან ერთად)."
"აფხაზეთის ხმა" შეგახსენებთ, ლონდარიძემ ერთერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის არ შეხვედრია ტომაშუკს და უფრო მეტიც, მას უარი უთხრა შეხვედრაზე იმ მოტივით, რომ ,,საქართველოში ახლა 37 წელია".