
25 წლის ზუგდიდელი მარიამ ქუთელია, რომლის ცხედარი მაშველებმა გუშინ იპოვეს, მცირეწლოვანი იყო, როცა მამა გარდაეცვალა. დედამ ობლები მარტო გაზარდა.
მარიამი ოთხგზის პრეზიდენტის სტიპენდიანტი იყო, სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა, ხოლო შემდეგ მაგისტრატურაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET).
მარიამს მეგობრები იცნობდნენ, როგორც უაღრესად თავმდაბალ, კეთილ და საყვარელ გოგონას. ის ყოველთვე ISET-ის რეიტინგის ტოპ-ათეულში იყო, რაც მაგისტრატურაზე უფასოდ სწავლის გარანტიას აძლევდა.
აღსანიშნავია, რომ მაგისტრატურა მარიამმა წელს დაამთავრა და იქვე ჩააბარეს პირველი კურსი, ხოლო აგვისტოში ტრენინგების კურსზე ჩეხეთში იყო მიწვეული - სამომავლო პერსპექტივებით, მომავლის იმედით, საკუთარი თავის რწმენით სავსე, პატრიოტი ახალგაზრდა წავიდა...
მარიამი 13 ივნისს მის მეგობართან ივლიტა ჯიბუტთან და მის მეუღლესთან სტუმრად იმყოფებოდა. წყალდიდობის დაწყების შემდეგ თავის გადარჩენის მიზნით სამივენი სახურავზე ავიდნენ, მაგრამ მდინარემ მაინც ჩაითრია და მაშველებმა მხოლოდ მამაკაცის გამოყვანა მოახერხეს.