წვიმის სახით მოსული უხვი ნალექის გამო თბილისში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა, ხოლო კოსტავას ქუჩაზე მდებარე კაზინო "ევროპის" კედელი ჩამოინგრა. კედლის ნგრევისასა არავინ დაზარალებულა. ადგილზე სამაშველო სამსახურია გასული.
კოსტავას ქუჩის გარდა, სამაშველო სამსახურში ზარები შევიდა ნიკოლაძის ქუჩიდან, ნაძალადევიდან, ფიროსმანისა და წინამძღვრიშვილის ქუჩებიდან, ასევე დატბორილია დოლიძის ქუჩა, აღმაშენებლის ქუჩის ნაწილი, მარჯანიშვილის მოედანი, უნივერსიტეტის ქუჩის დასაწყისი და რამდენიმე ადგილი სანაპიროზე. ფოტოები ამ და სხვა ადგილებიდან "ფეისბუქზეც" გავრცელდა.