შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი დიდიე ბურკჰალტერი ერგნეთში იმყოფება, სადაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრის მხარეებს გაეცნობა.
დიდიე ბურკჰალტერი საქართველოს გუშინ ეწვია. დიდიე ბურკჰალტერი დღეს თავის ქართველ კოლეგას გიორგი მარგველაშვილს შეხვდება. დიდიე ბურკჰალტერი ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს.
მხარეები ორმხრივ დოკუმენტებს გააფორმებენ. შვეიცარიის პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძესთანაც გამართავს შეხვედრას.