-
2016-08-05 23:27
"ფეისბუქზე" შექმნილი გვერდი "საქართველოს ერთგულების სახელით" 8 აგვისტოს, 13:00 საათზე, გორში, საქართველოსთვის ბრძოლებში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილ, წუთიერი დუმილის აქციას აანონსებს.
ამასთან, გვერდზე პერიოდულად ქვეყნდება დაღუპულ გმირთა ოჯახის წევრების მოგონებები, ასევე, საზოგადოების წარმომადგენელთა მიმართვები: "მეხსიერების ჯაჭვი არ უნდა გაწყდეს - 8 აგვისტოს, 13:00 საათზე, გორში, წუთიერი დუმილით მივაგოთ პატივი გმირების ხსოვნას", - აღნიშნულია ღონისძიების აღწერაში.
