-
2016-03-22 01:12
პლატფორმა "დაიცავი თავისუფლება" და ანსამბლი "სუხიშვილები" უკრაინელი სამხედრო მფრინავის ნადია სავჩენკოს მხარდასაჭერ აქციაზე თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, რუსეთის საელჩოს ყოფილ შენობასთან.
სპონტანურ ქაციას, რომელიც "ფეისბუქზე" დაანონსდა, რამდენიმე ასეული ადამიანი დაესწრო. "სუხიშვილებმა" "ხორუმი" იცეკვეს, მწყობრის მოწინავე მოცეკვავე კი უკრაინის სახელმწიფო დროშით გამოვიდა.
შეგახსენებთ, ხორუმი ქართული საბრძოლო ხასიათის ცეკვაა და ის სათავეს აჭარის რეგიონიდან იღებს. ცეკვა იწყება რამდენიმე მოცეკვავის სცენაზე შემოსვლით, ისინი განასახიერებენ მეომრებს, რომლებიც ბრძოლის წინ დიდი სიფრთხილით ზვერავენ საომარ ტერიტორიას, შემდეგ კი სცენაზე ლაშქრის დანარჩენ წევრებსაც უხმობენ.
“ხორუმის” თავში დგას “ხორუმის” თავი – წინამძღოლი, რომელსაც, შესაძლოა, ხელში ბაღდადი ეჭიროს. ეს ცეკვა მაყურებელს ერთდროულად გადმოსცემს ძიების, ბრძოლისა და მტერზე გამარჯვების სიხარულით გამოწვეულ განცდას.



ასევე, შეგახსენებთ, რომ დონეცკის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეების სამეულმა, ნადეჟდა სავჩენკო რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. პროკურატურა უკრაინელი მფრინავისთვის 23-წლიან პატიმრობას მოითხოვს.
სავჩენკოს ბრალად ედება იმ რუსი ჟურნალისტების მკვლელობა, რომლებიც უკრაინის ლუგანსკის ოლქში 2014 წლის ივნისში დაიღუპნენ. სავჩენკო ამ დრომდე ყველა ბრალდებას უარყოფს. მისი თქმით, ის რუსმა სეპარატისტებმა ჟურნალისტების დაღუპვამდე ტყვედ აიყვანეს და რუსულ მხარეს გადასცეს.
