
ვებ-გვერდი informnapalm.org რომელიც ემსახურება უკრაინაში და სხვა ქვეყნებში რუსული აგრესიის საინფორმაციო გაშუქებას და რუსული პროპაგანდისტული მანქანის საწინააღმდეგოდ, კონფლიქტების რეალურ არსს, რუსული აგრესიის მთავარ მიზანს წარმოაჩენს, ამიერიდან სტატიებს ქართულ ენაზეც გამოაქვეყნებს.
"საიტზე ჩვენ ვაჩვენებთ ფაშისტური კრემლის ჭეშმარიტ სახეს, მისი დამქაშების მოღვაწეობას, ვაქვეყნებთ უნიკალურ ანალიტიკურ სტატიებს და მასალებს, რომლებიც გროვდება ღია საინფორმაციო წყაროების მონიტორინგის შედეგად, ასევე ინსაიდერების და მოვლენების უშუალო მონაწილეების მიერ მოწოდებული ინფორმაციაზე დაყრდნობით.
მხოლოდ მტკიცე ერთობით არის შესაძლებელი გაძლება და გამარჯვება!
„ჩვენ ამოვწვავთ მტერს საინფორმაციო ნაპალმით!“ (с) InformNapalm", - ნათქვამია საიტის აღწერილობაში "ჩვენ შესახებ", სადაც, ასევე, აღნიშნულია -
"InformNapalm”-ის გუნდში მოხალისეობრივ პრინციპებზე მუშაობენ ყოფილი სამხედროები, ჟურნალისტები, ანალიტიკოსები, თარჯიმნები და სამოქალაქო აქტივისტები. მშვიდობიანობის პერიოდში ყოველი ჩვენთაგანი სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელია, მაგრამ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ჩვენ ყველანი ვიქეცით ჯარისკაცებად – საინფორმაციო ფრონტის ჯარისკაცებად."
შეგახსენებთ, "აფხაზეთის ხმაზე" არაერთხელ გამოქვეყნებულა ამ საიტის სტატიები და ანალიტიკა, სადაც კრემლის ნამდვილი სახე და მიზნებია ნაჩვენები. "აფხაზეთის ხმა" მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლებს ამ საიტის ჯგუფთან, გაავრცელებს მათ მასალებს, წყაროს მითითებით, იზრუნებს კონტენტის მოზიდვაზე.
აქვე ვსარგებლობთ შემთხვევით და გადმოგცემთ საიტის ადმინისტრაციის თხოვნას, მივუთითოთ, რომ მოხალისეობრივ საწყისებზე სჭირდებათ პირები, ვინც დაეხმარება საიტს მასალების თარგმნაში რუსულიდან ქართულ ენაზე. მსურველები შეგიძლიათ "ფეისბუქის" მეშვეობით დაუკავშირდეთ ირაკლი კომახიძეს.