
ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ გალის რაიონის ყველა საშუალო სკოლაში აფხაზური ენის სწავლება სავალდებულო გახდეს, განუხორციელებელ გეგმად რჩება.
როგორც გალის ე.წ. განათლების განყოფილების გამგე ამბობს, მოსწავლეები რუსულ ენაზე სწავლობენ 1-დან მეხუთე კლასამდე, ხოლო უფროსკლასელებს ჯერაც ქართულ ენაზე უტარდებათ გაკვეთილები.
რაც შეეხება აფხაზური ენის სწავლებას, აქ უარესი სურათია: პედაგოგის 16 ადგილი ვაკანტურია, რადგან მასწავლებლები ქალაქ გალის ორ სკოლაში ამჯობინებენ პედაგოგად მუშაობას, იქ ადგილები შევსებულია, ხოლო სოფლებში წასვლაზე ტავად პედაგოგები ამბობენ უარს.