-
2015-07-17 09:43
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი საოკუპაციო ზოლთან, ხურვალეთი-წითელუბნის მონაკვეთზე საქართველოს დროშის ჩამოხსნის ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "დროშა კი არა, ტანკები გამოვიდნენ იქედან".
ზაქარეიშვილის თქმით, დროშა ოკუპირებულ ტერიტორიაზე პატრიოტებმა აღმართეს, მაგრამ ამ ტერიტორიას ქართული მხარე ვერ აკონტროლებს. მისივე განცხადებით, ამაში დამნაშავე წინა ხელისუფლებაა, რომელმაც "კანონში პირდაპირ ჩაწერა, რომ ეს ტერიტორია ოკუპირებულია და იქ არაფერი გვესაქმება".