-
2015-04-03 22:01
ათარა არმიანსკოე - ცნობილი სოფელია ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც ამ დროისთვის 30-ზე მეტი რუსეთიდან ჩასული ოჯახი დასახლდა.
სოფელში დასახლებულთა შორის სხავადასხვა პროფესიის ადამიანები არიან, რომლებმაც მოსკოვში და სხვა ქალაქებში წარმატებულ ბიზნესსაქმიანობაზე უარი თქვეს და აფხაზეთს მიაშურეს. აქ ისინი სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგებით, მეცხოველეობით, მეციტრუსეობით არიან დაკავებულნი. რუსებმა ერთობლივი კოოპერატივიც შექმნეს, რომელიც საკმაოდ წარმატებული და შემოსავლიანია.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის ერტერთი სოფლიდან სიუჟეტი "ნტვ"-მ მოამზადა, სადაც შეგიძლიათ ნახოთ, რაზე თქვეს უარი და რატომ წავიდნენ აფხაზეთში რუსული ოჯახები.