10 მარტს და ე.წ. თელავში, ე.წ. „სამხედრო ქალაქში“ საკუთარ სახლთან ძმები ირაკლი და ანდრო ბოჭორიშვილები ჩაცხრილეს.
სროლის შედეგად ირაკლი ბოჭორიშვილი ადგილზე გარდაიცვალა, ანდრო ბოჭორიშვილი კი თელავის რაიონულ საავადმყოფოშია მოთავსებული.
ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ძმები საცხოვრებელ სახლთან მდებარე მაღაზიაში ავტომანქანის ზეთით ვაჭრობდნენ. მეზობლები მათ დადებითად ახასიათებენ. მკვლელობის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი შს ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომელია.
მან გაქცევა მოახერხა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს მკვლელობის თვითმხილველმა ავთო ხვისტანმა განუცხადა, პოლიციის თანამშრომელი მოვიდა, ესროლა ორივე ძმას და გაიქცა.