![Image](/images/thumbs/356fbc3c3158bc7a5932461b635064a2_fulltext.jpg)
ჟურნალისტი, საინფორმაციო სააგენტო „ექსპრესნიუსის“ რედაქტორი ირაკლი მანაგაძე ექსპრომტით გამოეხმაურა ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს. ლექსი მან „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა.
„შემომაძარცვეს ყაჩაღებმა ბოლო იმედი,
უძლური ვზივარ, ველოდები სისხამ განთიადს,
და თუკი სისხლი ამაოა ჩვენი გმირების,
ბობოქარ სულში ბრძოლის ჟინი აღარ ანთია?
დიოსკურიის ანტიკური, ლედას ტყუპები
მომძახიან, რომ ჩვენში ახლა უცხო ბინადრობს,
მილეტელები შავ ზღვას სვამენ ხარბად, ყლუპებით,
პიტიუნტს ტალღა შეუპოვრად, სხარტად მიაპობს.
შემომაძარცვეს ყაჩაღებმა ბოლო იმედი...“