
ფარული კამერით გადაიღეს, როგორია გამვლელთა რეაქცია, ზოგადად, აგრესიაზე, ანუ, არის თუ არა ეს რეაქცია თანაბარზომიერი, როცა მამაკაცი აგრესიას ავლენს ქალის მიმართ, იმასთან შედარებით, როცა საჯარო თავშეყრის ადგილას მამაკაცს ქალი ექცევა აგრესიულად.
ერთი და იგივე წყვილმა ორი სცენა გაითამაშა: მამაკაცის მხრიდან ქალისადმი გამოვლენილი აგრესია ქუჩაში და ქალის აგრესიული ქცევა, ლამის მამაკაცის ფიზიკური შეურაცხყოფა. შედეგი სხვადასხვაგვარი აღმოჩნდა.