
"თავისუფალი ზონის" დაკავებული წევრის დავით გოგოხიას ადვოკატი გიორგი ონიანი აცხადებს, რომ წინასწარი დაკავების საკანში მყოფი გოგოხია სასტიკად ნაცემია. ადვოკატი დავით გოგოხიასა და ფარნაოზ ჭკადუასთვის ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს.
გოგა ონიანი აცხადებს, რომ „თავისუფალი ზონის“ ორივე წევრი, განსაკუთრებით კი დავით გოგოხია დაკავების შემდეგ სასტიკად არიან ნაცემები. ადვოკატს მათთან ექსპერტის შეყვანის უფლება დღეს არ მისცეს და მხოლოდ ბრალის წაყენების დოკუმენტაცია გადასცეს. ონიანი განმარტავს, რომ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს.
ფარნაოზ ჭკადუასა და დავით გოგოხიას სასამართლო პროცესი 3 ოქტომბერს გაიმართება, რომელზეც მოსამართლე მათი პატიმრობაში დატოვების საკითხზე იმსჯელებს.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წევრმა გოგა ხაჩიძემ დღეს "ფეისბუქში" დათო გოგოხიას განცხადებაც გაავრცელა, სადაც ის მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობასა და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე წერს.