
სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ „თავისუფალი ზონის“ დაკავებული წევრის დათო გოგოხიას განცხადებას პარლამენტის წევრი გოგა ხაჩიძე ავრცელებს.
დათო გოგოხია წერს, რომ მისი ადვოკატის მოსვლამდე პოლიციის განყოფილებაში სასტიკად სცემეს, მერე კი უთხრეს, რომ შეცდა, როცა ადვოკატად გიორგი ონიანი აიყვანა. დათო გოგოხია ასახელებს „საპატრულო პოლიციის საგამოძიებო განყოფილების უფროსს, ვინმე ზუზაძეს, რომელმაც, გოგოხიას განცხადების მიხედვით, თქვა: „ჩახადეთ, ამას ვაჩვენებ, გაუპატიურება როგორ უნდა“.
დათო გოგოხია პოლიციის განყოფილებაში მისი ცემისა და არაადამიანური მოპყრობის გამოძიებას ითხოვს.