შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ნინო გიორგობიანის განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობა) მიმდინარეობს.
მისივე თქმით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გამოცხადდა ინციდენტის ადგილზე და ატყობინებდა კრიმინალური პოლიციის თანამშრომელს მომხდარის შესახებ, როდესაც მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქე დავით გოგოხიამ. ის სისხლის სამართლის კოდექსის 353 (პოლიციისთვის წინააღმდეგობა) და 187 (სხვისი ნივთის დაზიანება) მუხლებით დააკავეს.