
დანაშაულის მონიტორინგის ცენტრის დირექტორი პაატა ნოზაძე საქართველოში ნარკოტიკების შემოდინების სქემას შიფრავს.
„ამ ფორმით უფრო ადვილი გასატანია, დოკუმენტებში ჩაწერ სარეცხ ფხვნილს და იოლად გავა.
ყველა ტრაილერი რომ შეამოწმო და ყველა სარეცხი საშუალება გასინჯო, ამისი არც დროა და ფიზიკურადაც შეუძლებელია.
სპეციალისტები ამბობენ, რომ დღეს ნარკობიზნესის ყოველწლიურად ბრუნვა ფასდება 600 მილიარდიდან 1 ტრილიონ დოლარამდე. როცა ასეთ თანხებზეა საუბარი, რა უნდა ჩინოვნიკის მოსყიდვას?
ნარკომაფია და ტერორისტები ერთმანეთისგან საზრდოობენ, აქ მანკიერი წრეა შეკრული - სადაც ტერორიზმია, იქ არის ნარკომაფია და სადაც ნარკომაფიაა, იქ არის ტერორიზმი. იარაღი აქვთ, აცილებენ ტვირთებს და შემოსავალსაც იღებენ.
საქართველოში რომ 100 ტონა შემოიტანო და დაყარო, ამდენი მომხმარებელი არ გვყავს, სადაც საჭიროა, იქ შედის იმ ოდენობით რამდენის ათვისებაც მოხდება. მაგალითად, რუსეთი ყოველწლიურად დაახლოებით 90 ტონა ოპიატებს მოიხმარს.
ამერიკის მთავრობის წინა წლების ოფიციალური ანგარიშების მიხედვით, ჩვენთან 200-250 ათასამდე მომხმარებელია. აქაური კვლევების შედეგად დადგენილია, რომ ჩვენ გვყავს 45 ათასი ინექციური მომხმარებელი, ვინც ნარკოტიკს იღებს ინტრავენურად.
ზუსტი დათვლა შეუძლებელია, ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც არ ამხელს მოხმარების ფაქტს. არიან ისეთებიც, რომლებიც თურქეთში გადადიან, იქ „ერთობიან“ და ისევ უკან ბრუნდებიან. ბევრი თვითონ ამზადებს სახლში კუსტარულად და ასე შემდეგ“, - აცხადებს ცენტრის დირექტორი.
„ ალია“