"თქვენ ეს იცოდით, ქალბატონებო და ბატონებო?!" - სკანდალური ფაქტი და მიმართვა "წითელ ინტელიგენციას"

Image

"აფხაზეთის ხმა" გთავაზობთ რუსუდან ცირეკიძის წერილს, რომელშიც ის ქართული ინტელიგენციის იმ "ნაღებს" მიმართავს, რომელმაც წერილში მოყვანილი ფაქტი იცოდა და მალავდა.

 

"ამბავი, რომელიც მინდა გამცნოთ-სკანდალურია. სკანდალს სენტიმენტები არ უხდება ალბათ, მაგრამ სხვაგვარად ვერ შევძელი. 

 

ვერ შევძელი და არც მინდოდა, უბრალოდ ფაქტები დამეწერა.

 

მინდა თქვენც იგრძნოთ ის ,რაც მე ვიგრძენი;

 

მინდა თქვენც გაგიჩნდეთ სურვილი და ერთად ვკითხოთ ქართული წითელი ინტელიგენციის  „ნაღებს“-ქართველ პოეტებს, განსაკუთრებით იმ ორს, ტელევიზიით და სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვებით შხამს და გესლს რომ აფრქვევენ:

 

თქვენ ეს იცოდით?!

 

მანამდე კი აღიჭურვეთ მოთმინებით და ბოლომდე წაიკითხეთ ეს წერილი:

 

25 თებერვალი, დღე, როდესაც თბილისს  „თალხი ებურა“... დღე,რომელმაც 70 წლით ჩააქრო ჩემი სამშობლოს დამოუკიდებლობის და თავისუფლების ჩირაღდანი...

 

მიხეილ  ჯავახიშვილი:

 

”25 თებერვალს მე ვიგრძენი, თუ როგორ შემოვიდა ტანში მჭრელი მახვილი, რომელიც მას აქეთ დღითიდღე უფრო ღრმად მერჭობა. გაფითრებული ვარ და ტანში მუდმივი ჟრჟოლა მივლის. ეხლა სატევრის წვერი ზედ გულზე მაქვს დაბჯენილი და ვგრძნობ, ოდნავ რომ შევინძრე, ჩამესობა და ისე გამათავებს, რომ გმინვის ამოღებასაც ვეღარ მოვასწრებ.”

 

დღე,როდესაც ყველა ქართველი გრძნობს ამ სატევარის წვერს თავის გულთან.

 

დედას დაბადების დღეა 25 თებერვალი...

 

7 წლის ასაკში გადავწყვიტე დედისთვის საჩუქარი მიმეძღვნა და მოვძებნე და დიდი მონდომებით დავიზუთხე მესამე კლასის სახელმძღვანელოში თვალმოკრული ლექსი სათაურით „25 თებერვალი“, საქართველოს გასაბჭოებას რომ უმღეროდა , და საღამოს, სუფრასთან შეკრებილ მშობლებს და მათ მეგობრებს  გამოთქმით წავუკითხე .

 

შემაქეს, ტაშითაც დამაჯილოვეს,მაგრამ ბავშვური ინტუიციით რაღაც ხელოვნურობა და სიყალბე ვიგრძენი. ძალიან განვიცადე…

 

მოგვიანებით, მამა შემოვიდა ჩემთან ოთახში, მომესიყვარულა და აი მაშინ გავიგე პირველად იუნკერების  შესახებ და გავიგონე  მარო მაყაშვილის სახელი.

 

მკაცრად გამაფრთხილეს, ამის შესახებ არავისთვის მომეყოლა..

 

კარგა ხნის განმავლობაში  ეს ჩემი და მამას საიდუმლო იყო, მარო მაყაშვილი კი-მიუწვდომელი იდეალი, ჩემი ბავშვობის გმირი..

 

ოთხი ათეული წლის შემდეგ,   2014 წლის 25 თებერვალს უკვე ტრადიციად ქცეულ აქციას ვამზადებდით-ტაბახმელაში, იუნკერების მემორიალთან.

 

უკვე მერამდენედ ვკითხულობდი იმ მძიმე დღეების შესახებ,ვუყურებდი ფილმებს და ვიდეოკლიპებს..

-----------------------------------------------------------------------------------------

 

ქრონიკა. მშრალი ფაქტები:

 

საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან (1918 წლის 26 მაისი) სამ წელში საბჭოთა რუსეთმა საქართველო დაიპყრო…

 

1920 წლის 7 მაისს რუსეთსა და საქართველოს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდა. ამ ხელშეკრულებით, რუსეთი საქართველოს დამოუკიდებლობას აღიარებდა და მის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის ვალდებულებას იღებდა.

 

1921 წელს კი საბჭოთა რუსეთის ხელმძღვანელობამ ძალის გამოყენებით საქართველოს დაპყრობის გადაწყვეტილება მიიღო

 

,,სტალინი ორჯონიკიძეს: ,,ეხლა გადმოგცემ ცეკას დაშიფრულ პასუხს. მანამდე კი გთავაზობ: ახლავე შეუტიე,დასტურია, აიღე ქალაქი."

 

რამდენიმე წუთში ორჯონიკიძემ უკვე კრემლის ოფიციალური დადასტურებაც მიიღო, სადაც დასაბუთებული იყო XI არმიის საქართველოს ტერიტორიაზე საბრძოლო ოპერაციის წარმოება. კრემლი უცხო ქვეყანაში შეიარაღებული ძალების შეჭრას, აჯანყებულთა დაცვის მოტივით ამართლებდა:

 

"სამი დღის შემდეგ ველი ცნობას თბილისის აღების შესახებ."

 

იმავე დღეს საქართველოში რუსეთის ელჩმა აარონ შეიმანმა ბაქოდან შემდეგი შინაარსის დეპეშა მიიღო: ,,გადაწყვეტილია რუბიკონის გადალახვა. იმოქმედეთ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად."

 

21 თებერვალი 1921 წელი. ,,ჟორდანია - ჩიჩერინს: რას ითხოვთ ჩვენგან? გვაცნობეთ ის მიზნები, რომლის გამოცდაიწყეთ ომი ჩვენს წინააღმდეგ. შესაძლოა ჩვენ შევძლოთ სისხლისღვრის გარეშე მოლაპარაკება."

 

რუსეთის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა ჟორდანიას ეს დეპეშა პასუხის გარეშე დატოვა.

 

1921 წლის 24 თებერვალს თბილისს ალყის საფრთხე შეექმნა. ასეთ ვითარებაში მთავრობამ ქალაქის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მეორე დღეს 25 თებერვალს 12 საათსა და 15 წუთზე, კოჯრის გზიდან საქართველოს დედაქალაქში XI არმიის მოწინავე ნაწილები გამოჩნდნენ. იმავე დღეს ბაქოდან სერგო ორჯონიკიძემ მოსკოვში ცნობილი დეპეშა გააგზავნა:

 

25 თებერვალი 1921 წელი. ,,ორჯონიკიძე - ლენინს, სტალინს. ტფილისზე წითელი დროშა ფრიალებს. გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს!"

 

რუსეთის წითელი არმია ქვეყანაში 12 თებერვალს შემოიჭრა. რუსეთის მე-11 არმიას ქართული ჯარი, სახალხო გვარდია და მოხალისეები თბილისის მისადგომებთან აღუდგნენ. ძირითადი ბრძოლები კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა.

 

მე-11 არმიას იუნკერებმა დიდი წინააგმდეგობა გაუწიეს იუნკერებმა. მათ ერთხანს კიდეც უკუაგდეს მტერი. თუმცა განახლებული შეტაკებების შედეგად იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა. თბილისის მისადგომებთან ბრძოლაში მოხალისედ წასული, პოეტ კონსტანტინე მაყაშვილის 20 წლის ქალიშვილი მარო მაყაშვილიც დაიღუპა. ის ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა კეფაში.

 

როდესაც საბჭოთა რუსეთის XI არმია შემოესია საქართველოს, მის თავისუფლებას დაემუქრა, ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა ივანე ჯავახიშვილმა სიტყვით მიმართა სტუდენტებს, სამშობლოს დასაცავად მოუწოდა მათ. მაშინ დაირაზმა მთელი ქართველი ახალგაზრდობა, ერთი სულისკვეთებით მოცულნი ფარად და მახვილად ექცნენ სამშობლოს. სტუდენტებს არც გიმნაზიელები ჩამორჩენიან, მათაც შეუქმნიათ ასეული… მათ შორის ერთ-ერთი პირველთაგანი იყო შალვა მაყაშვილი. “მივდივარო” – მოულოდნელად განუცხადა ოჯახის წევრებს, პოეტმა მამამ, კოტე მაყაშვილმა გზაც დაულოცა ნაუცბათევად დავაჟკაცებულ შვილს.

 

„… წადი, შვილო, შეასრულე, რაც გიბრძანა შენმა გულმა…“

 

მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, 19 წლის მარომაც ფრონტზე მოხალისედ წასვლა გადაწყვიტა. მასთან ერთად მოხალისეებად წავიდნენ ქეთო ჯაფარიძე, სუსანა ღამბაშიძე, სოფიო ჭრელაშვილი, ნათელა ერისთავი და სხვა. 17 თებერვალს ისინი წითელ ჯვარში ჩაეწერნენ მოწყალების დებად და ისე შეუერთდნენ კოჯრისკენ მიმავალ სანიტარულ რაზმს, სადაც უკვე გააფთრებით იბრძოდნენ ქართველები დამოუკიდებელი საქართველოსთვის. 1921 წლის 19 თებერვალს მაროს გვერდით ყუმბარა გასკდა, ნამსხვრევი კეფაში მოხვდა…

 

23 თებერვალს, 21 იუნკერი სამხედრო ტაძრის ეზოში გათხრილ საძმო საფლავში დაკრძალეს, მათ შორის არის დასაფლავებული მარო.

---------------------------------------------------------------------

 

აი ესაა სულ...

 

რამდენიმე აბზაცში  ჩატეული ტრაგედია…

 

ბოლოს მაროს დღიურებსაც გადავხედე- კუპიურები უნდა მომემზადებინა ვიდოემიმართვებში წასაკითხად..

 

“რა არის უმაღლესი და ულამაზესი სამშობლოსადმი სიყვარულის გრძნობისა. 17 დეკემბერი (ახ. სტილით).“

 

„...ჩემს უკან მოდიოდნენ ორი რუსი, ერთმა მათგანმა თქვა, როდესაც ქართული სიმღერა გაიგონა: “პოი ლასტოჩკა, პიო, ი მოგილი სებე როი”, აი რუსების უკანასკნელი გამომშვიდობება. ამ სიტყვით მოგვეგებნენ. ეს აზრი დაგვილოცეს.“

 

“ჩემი ძმები და ამხანაგები,

ვინც შეიწირა ომმა წყეულმა,

ასე მგონია რაღაც განგებით

თეთრ წეროებად გადაქცეულან…

წეროთა გუნდი ყივის და ყივის

ისინი მართლაც ჩემი ძმებია.

სადღაც გამქრალა მიჯრილი მწკრივი

და, ალბათ, ჩემი შესავსებია…

12 თებერვალი.”

 

ლექსი ჩავიკითხე  და  კინაღამ გული გამიჩერდა.

 

კიდევ ერთხელ გადავიკითხე...

 

მეხსიერებას არ ვენდე და გუგლს მივაშურე..

 

კი ნამდვილად ასეა, არ შევმცდარვარ:

 

სამჭოთა არმიის, წითელი საბჭოთა არმიის ჰიმნად ქცეული, რუსების უსაყვარლესი სიმღერა, სიმღერა, რომელსაც ქანდაკებები დაუდგეს რამდენიმე ქალაქში, დოკუმენტური ფილმები გადაიღეს,    წითელარმიელების მიერ გულგანგმირული ქართველი ახალგაზრდების სულების სიბოლო- წერო კი წითელარმიელების სიმბოლოდ აქციეს...

 

სიმღერა, რომელსაც მთელი ბავშვობა და ახალგაზრდობა  გვასმენინებდნენ საბჭოთა სადღესასწაულო დღეებში და სიმღერა, რომლითაც „დიდ საბჭოეთში“ ჰაერიც კი იყო გაჟღენთილი 23 თებერვალს-საბჭოთა არმიის დღეს.

 

სიმღერა, რომელსაც დღემდე მღერიან არყით გამობრუჟული  რუსი სალდათები.და თვალზე მომდგან კურცხალს იწმენდენ… კონკურსებს აწყობენ სახელწოდებით:“ჟურავლი“

 

მაროს და მისი მეგობრების მკვლელი არმიის სიმღერა-მაროს ლექსზეა დაწერილი!!!!!!

 

რასულ გამზატოვის ლექსი „ჟურავლი“ მარო მაყაშვილის ლექსის თარგმანია…

 

საბჭოთა პროპაგანდამ ეს ლექსი პოლიტიკური მიზნებისთვისაც მშვენივრად გამოიყენა-აბა მოვუსმინოთ   რასულ გამზატოვს..

 

Эта песня родилась у меня в 1965 году в городе Хиросиме.

 

Увидев в Хиросиме проект памятника простой японской девочке с журавлем в руках, узнав ее историю, я испытал глубокое волнение, которое вылилось потом в стихи. Девочка лежала в госпитале и должна была вырезать из бумаги тысячу журавлей в надежде на выздоровление, но не успела — скончалась.

 

А потом, уже у памятника японской девочке с белым журавлем, я видел впечатляющее зрелище — тысячи и тысячи женщин в белой одежде. Дело в том, что в трауре японки носят белое одеяние, а не черное, как у нас. Случилось так, что когда я стоял в толпе в центре человеческого горя, в небе появились вдруг настоящие журавли. Говорили, что они прилетели из Сибири. Их стая была небольшая, и в этой стае я заметил маленький промежуток. Журавли с нашей родины в японском небе, откуда в августе 1945 года американцы сбросили атомную бомбу!

 

Я вылетел из Японии через Пакистан..... На всей воздушной трассе я думал о журавлях, о женщинах в белых одеяниях, о маме, о погибших двух братьях, о девяноста тысячах погибших дагестанцев, о двадцати миллионах (а теперь выясняется, что их значительно больше), не вернувшихся с войны, о погибшей девочке из Освенцима и ее маленькой кукле, о своих журавлях. О многом думал… но мысли возвращались к белым журавлям.

 

თუ მკითხველი ფიქრობს,რომ ვაჭარბებ გამზატოვის მიერ „შექმნილი“ სიმბოლოს-თეთრი წეროს მნიშვნელობას,და პოპულარობას-ისევ მას მოვუსმინოთ:

 

По мотивам песни сняты картины, воздвигнуты памятники. Их десятки — в России и на Украине, в Узбекистане и на Алтае, в горах Кавказа и в аулах Дагестана… у подножия памятников горит Вечный огонь — сердце павших, а на самой вершине журавлиного клина — душа павших. Ежегодно 22 июня, в день начала войны, 9 мая, в День Победы, 6 августа, в день атомной катастрофы в Хиросиме, люди собираются почтить память погибших.

 

Несколько лет назад я получил необыкновенный пакет от американских детей. В пакете были тысячи бумажных журавлей, таких же, какие не успела вырезать японская девочка. Так дети Америки выражали надежду на выздоровление нашего больного мира, больного века. Письмо американских детей и мой ответ были напечатаны в газете.

 

На моей родине создан фонд «Белых журавлей». Ко мне обращаются люди с предложениями об издании сборника песен в память о погибших воинах, о выпуске пластинок, плакатов, открыток.

 

Это дало и мне право обратиться к генеральному директору ЮНЕСКО господину Федерико Майору с предложением учредить на планете День памяти. День уважения к жизни, и если кто-то в этот день выстрелит в подобного себе, пусть соотечественники и все люди планеты накажут его своим бесконечным презрением.

 

აი ასე…

 

თითქოსდა რა არის ამაში ცუდი, რომ მარო მაყაშვილის გულიდან ამოსულმა სიტყვებმა მსოფლიოში უამრავი ადამიანის გულებში ნახა გამოძახილი.

 

ვითომ ასე მნიშვნელოვანია სამშობლოსათვის ბრძოლაში დაღუპული გოგონას „საავტორო უფლებების“ დაცვა?

 

და ვითომ მართლა ცინიზმია საბჭოთა არმიის დაღუპული მეომრების სიმბოლოდ რომ იქცა მათ მიერ სამშობლოსათვის ბრძოლაში მოკლული იუნკერების სულების სიმბოლო? 

 

არ ვიცი..

 

25 თებერვილის შემდეგ  9 თვე გავიდა.

 

რამდენიმე დღის წინ კი რასულ გამზატოვის ლექსის შოთა ნიშნიანიძისეულ  ქართულ თარგმანს გადავაწყდი ინტერნეტში.  არ ვიცი, დაეზარა ბატონ შოთას თარგმნა  თუ სპეციალურად გააკეთა ეს (იმედი მაქვს),მაგრამ პირდაპირ, სიტყვასიტყვით მარო მაყაშვილის ლექსია  ეს ქართული თარგმანი..

 

აი ინებეთ:

 

რასულ გამზატოვი:

“Мне кажется порою, что солдаты,

С кровавых не пришедшие полей,

Не в землю эту полегли когда-то,

А превратились в белых журавлей”

 

შოთა ნიშნიანიძის თარგმანი:

 

“ჩვენი ძმები და ამხანაგები,

რომ შეიწირა ომმა წყეულმა,

ასე მგონია, რაღაც განგებით

თეთრ წეროებად გადაქცეულან.”

 

მარო მაყაშვილი:

 

“ჩემი ძმები და ამხანაგები,

ვინც შეიწირა ომმა წყეულმა,

ასე მგონია რაღაც განგებით

თეთრ წეროებად გადაქცეულან.. “

 

რასულ გამზატოვი:

 

“Они до сей поры с времен тех дальних

Летят и подают нам голоса.

Не потому ль так часто и печально

Мы замолкаем, глядя в небеса?

 

Летит, летит по небу клин усталый -

Летит в тумане на исходе дня,

И в том строю есть промежуток малый -

Быть может, это место для меня!”

 

შოთა ნიშნიანიძე:

 

“წეროთა გუნდი ყივის და ყივის,

ისინი მართლა ჩვენი ძმებია,

ერთგან გამწყდარა მიჯრილი მწკრივი

და ალბათ ჩემი შესავსებია.”

 

მარო მაყაშვილი:

 

“წეროთა გუნდი ყივის და ყივის

ისინი მართლაც ჩემი ძმებია.

სადღაც გამქრალა მიჯრილი მწკრივი

და, ალბათ, ჩემი შესავსებია…”

 

კომენტარი ზედმეტია...

 

ჰოდა,  აი, ახლა გავიმეორებ შეკითხვას, რომელიც წერილის შესავალში დავსვი,და რომელზეც პასუხი პრინციპში სახეზეა:

 

თქვენ იცოდით, ბატონებო და ქალბატონებო?

 

რასაკვირველია იცოდით..

 

შოთა ნიშნიანიძემ  აუცილებლად და ყველა ვარიანტში იცოდა და არამგონია, ეს თქვენს წრეში დამალულიყო...

 

როდის წააკითხეთ თუ წაუკითხეთ მაროს ლექსი თქვენს მეგობარ რასულ გამზატოვს, რომელიც ლამის საქართველოში ცხოვრობდა,  და პატივისცემა არ დაკლებია თქვენგან? რომელ სუფრაზე? ალბათ საქართველოსთვის დაღუპული გმირების სადღეგრძელოს წარმოთქმისას...

 

არ გრცხვენიათ???

 

გამზათოვს რას ვერჩი- ბანალური ქურდი, პლაგიატია და კარიერა აიწყო ამ ლექსით..

 

თქევნ სად იყავით???

 

რატომ მიეცით ამის უფლება???

 

P.S.

 

სხვათაშორის, ჩემი შვილი,რომლესაც არც საბჭოეთში უცხოვრია და არც სუკ-თან  ურთიერთობის „ბედნიერება“ ჰქონია, ეჭვობს, რომ რუსებმა სწორედაც იმიტომ „გააპიარეს“ ეს ლექსი ასე,რომ დამოუკიდებელი საქართველოს დამარცხების,დაჩოქების სიმბოლო იყო...

 

და სულაც არ გამორიცხავს თქვენს მდუმარე თანხმობას ამ საქმეში..

 

21-ე საუკუნის ქართველი ახალგაზრდები მიხედავენ ამ საქმეს, ბატონებო!

 

მარო მაყაშვილს დავუბრუნებთ თავისი დაღუპული ამხანაგების სიმბოლოს-თეთრ წეროს...

 

ამაზე მეტი ცინიზმი წარმოუდგენელია, ხომ?..

 

რუსუდან ცირეკიძე, სპეციალურად "აფხაზეთის ხმისთვის"

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !