ლაშა მახარაძის დედა: „მკვლელი თურმე სიით დადიოდა, ხალხი უნდა დაეხოცა“

Image

აბაშიძის ქუჩაზე მოკლული ლაშა მახარაძის დედა ნინო დიდებულიძე აცხადებს, რომ ციხიდან გამოსული ოქროპირიძე მოსაკლავთა სიით დადიოდა, თუმცა  მისი შვილი ამ სიაში არ ყოფილა.

 

 

„ლაშას არავისთვის არაფერი დაუშავებია. მკვლელი კი თურმე სიით დადიოდა, უნდა დაეხოცა ხალხი.

 

ეს ცნობილია, ბევრს ემუქრებოდა მოკვლით. დარწმუნებული ვარ, ლაშა იმ სიაში არ ყოფილა. შემთხვევით გადაეყარა მას აბაშიძის ქუჩაზე.

 

ეტყობა, ქუჩაში შეყოვნდა, ალბათ, ვინმეს ელოდებოდა და ამ დროს გამოიარა ოქროპირიძემ ბერძენიშვილის მანქანით. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ის მანქანა ისევ უკან წამოვიდა და ლაშასთან გააჩერა.

 

რომ ამბობს, მე არ მომიკლავს, იქ არ ვყოფილვარო, ტყუილია. თალაკვაძის მკვლელობის დროსაც გაიძახოდა დედამისი, ჩემს შვილს არ მოუკლავს მეგობარი, პოლიციამ მოკლა და ჩემს შვილს დააბრალაო.

 

არადა, მაშინ, როცა დედამისი კბილებით გლეჯდა ყველაფერს, ციხეში ოქროპირიძე პატიმრებთან აღიარებდა, რომ თალაკვაძე მან მოკლა. ახლაც იმავეს ცდილობენ, მაგრამ არ გამოუვათ.

 

პირველი წუთიდან ცნობილია, რომ ჩემს შვილს არაკაცმა ოქროპირიძემ ესროლა. ალბათ, ლაშას ვიღაცების ადგილსამყოფელი ჰკითხა, რომ დაეხოცა.

 

ლაშამ კი უთხრა, არ ვიცი, სად არიან, დაბადების დღეზე მივდივარო. ამ დროს ამოიღო იარაღი და ესროლ“, - აცხადებს ნინო დიდებულიძე.

 

„კვირის პალიტრა“

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !