
ვანის რაიონის სოფელ ფერეთაში მცხოვრები დაზარალებული დედა, რომელიც ყაჩაღებმა შვილთან ერთად აწამეს, "რუსთავი-2"-ის გადაცემა "არჩევანში" აცხადებს, რომ სოფელი დამნაშავის სახალხოდ დასჯას ითხოვს.
ქეთევან არველაძე კიდევ ერთხელ იხსენებს თავდასხმის დეტალებს:
"რო გავახილე თვალი, ნიღბიანს შევხედე... მთხოვდა ფულს, ვუთხარი რომ არ მქონდა, რის შემდეგ სახეზე რაღაც დამისვა... "არა გაქვსო?", - ვუთხარი, არა-მეთქი. მერე კიდევ დამისვა. ასე გააგრძელა რამდენიმე წუთი. როდესაც ჩემს წამებას მორჩა ოქრო მომთხოვა.
მივეცი ოქრო. შემდეგ ჩართო უთო, სამი წუთი აცადა მის გაცხელება, მომკიდა ხელი მიმიყვანა ბავშვის საწოლთან და მითხრა, რომ ბავშვისთვის პირზე ხელი დამეფარებინა. შემდეგ ეს გახურებული უთო დაადო მარჯვენა ხელზე. ბავშვმა სიმწრისგან ფეხების ქნევა დაიწყო“, - იხსენებს დაზარალებული.