
„პირველი რადიოს" ინფორმაციით ლაშა მახარაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი გიორგი ოქროპირიძე ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში რჩება.
ოქროპირიძე ოკუპირებულ ტერირორიაზე გადასვლას ახალგორის რაიონიდან ცდილობდა.
შინაგან საქმეთა სამინიტრო ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოქროპირიძის დაკავების შესახებ ინფორმაციაზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.
არაოფიცილაურად კი ცნობილი ხდება, რომ სამართალდამცავები სხვადასხვა არხებით ცხინვალის „ხელიუფლებასთან“ ოქროპირიძის გადმოცემის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
ოქრიპირიძე ცხინვალს „სახელმწიფო საზღვრს უკანონო გადაკვეთის ბრალდებით“ ჰყავს დაკავებული, ასეთ შემთხვევებში „სასამართლოს“ და „ჯარიმის“ შემდეგ „საზღვრის დარღვევებს“ ცხინვალის „ხელისუფლება“ ათავისუფლებს.