
ეროსი კიწმარიშვილის ძმის ზურაბ კიწმარიშვილის თქმით, არსებობს სითხე, რომლის გამოყენებითაც, თვალით უხილავი კვალის აღმოჩენაა შესაძლებელი, ამ სითხისა და სპეცტექნიკის გამოყენებით ეროსი კიწმარიშვილის ავტომობილში ახალი დეტალი აღმოაჩინეს
.
„მე ვიცოდი, რომ არსებობდა სითხე, რომლის გამოყენების შემდეგ, თვალით უხილავი კვალის აღმოჩენა შეიძლებოდა. ეს მე წიგნებიდან ვიცოდი როცა ეს საკითხი დავსვით, გამოძიებას მართლა არ ჰქონდა ამ სითხით და შესაბამისი ტექნიკით ამგვარი ექსპერტიზის ჩატარების პრაქტიკა, ეს აღიარეს.
ეს ტექნოგია ჩვენს საგამოძიებო პრაქტიკაში აქამდე არ არსებობდა. როცა მე ეს საკითხი დავსვი, თავიდანვე შემხვდნენ ეჭვით, რადგან ალბათ, წინასწარ იცოდნენ, რომ მარტო სითხის არქონაში არ იყო პრობლემა, ამ ექსპერტიზას სპეცტექნიკა სჭირდებოდა და ეს ტექნიკა არ ჰქონდათ არსენალში, თუმცაღა, ფიქრობდნენ ალტერნატიული საშუალებების მოძიებაზე, გულხელდაკრეფილნი ნამდვილად არ მსხდარან, ფიქრობდნენ, რაღაც მოემოქმედათ, რომ მეტი სამხილი ეპოვათ სკეპტიკურად კიდევ იმიტოიმ შეხვდნენ ჩემს იდეას, რომ არ ვიცოდით, ხსნარი რამდენად ეფექტური იქნებოდა.
საბედნიეროდ ის ნაჭერი სწორედ ახალი ექსპერტიზის შედეგად, ამ ხსნარისა და ახალი ტექნიკით აღმოვაჩინეთ. იმისთვის, რომ მთელი ავტოფარეხი ამ ხსნარით დამუშავდეს საჭიროა რამდენიმე ტონა ხსნარი. ეს არის სპეციფიკური ხსნარი. ამ შემთხვევაში მისმა გამოყენებამ გაამართლა, მაგრამ ძლიერი ხსნარია, თუ ყველაგან მოასხი, ერთგან მისი მეშეობით შეიძლება რაღაც კვალი აღმოაჩინო, მეორე შემთხვევაში, მან შეიძლება სხვა, დანარჩენი ყველანაირი კვალი გაანადგუროს, ან ისეთი გახადოს, მისი საფრთხილოა ეგ საქმე. მე ამ შემთხვევაში ვარ გამოძიების თანამოაზრე რაც გვინდოდა ვიპოვეთ“, - აცხადებს კიწმარიშვილი „ალისათან“ საუბრისას.