„ოქრიკას“, იგივე გიორგი ოქროპირიძის წერილი სახალხო დამცველს

Image

ლაშა მახარაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილად დასახელებული გიორგი ოქროპირიძე ყოფილი პატიმარია, რომელიც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ამნისტიით გათავისუფლდა - იგი პირადად პრეზიდენტმა მარგველაშვილმა შეიწყალა.

 

“ზონა news” მის განცხადებას აქვეყნებს, სადაც ოქროპირიძე სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშს შეწყალების თხოვნით მიმართავს :

 

„ბატონო პრეზიდენტო, მოგახსენებთ, რომ დღეს 2012 წლის 8 ივნისს დავიწყე შიმშილობა , რომლის მიზეზიც არის მთელი რიგი ჩემს მიმართ განხორციელებული უკანონო მოქმედებები, რომელიც დაიწყო 2009 წლის 25 იანვარს. მოგეხსენებათ ვიყავი პატიოსანი მოქალაქე საქართველოს ნაკრების წევრი,წყალბურთში, სტიქაროსანი, უმაღლესი განათლებით, ნასამართლეობის არ მქონე.

 

2008 წლიდან მყავდა შეყვარებული ტატა შავგულიძე, რომელთანაც 2009 წელს მომივიდა კონფლიქტი  და აღარ მქონდა მასთან ურთიერთობა , რამაც გამოიწვია მისი ოჯახის ჩემს მიმართ ცუდი განწყობა. 2009 წლის 25 იანვარს ჩემი ავტომობილით შევიარა ი. აბაშიძის N 10-ში მდებარე ჩიხში სადაც შემთხვევით გავკაწრე ავტომობილი ფორდი, რომელიც ეკუთვნოდა მოსამართლე ნინო ონიანს.

 

მე არ ვიცოდი თუ ეს მანქანა მისი იყო. მოგახსენებთ, რომ ნინო ონიანი არის შავგულიძეების ოჯახის ძალიან ახლობელი და მას შემდეგ იგი იმყოფება ჩემს მიმართ პირად დაინტერესებაში. იმ საღამოს მე 1 საათის შემდეგ დაახლოებით  წავედი მაგ ადგილიდან , ვინაიდან მანქანის პატრონი არ გამოჩენილა. შემდეგ უკვე ჩემი მეგობრის ზარიდან ვიგებ, რომ ჩემზე ყოფილა ძებნა გამოცხადებული.” – წერს ოქროპირიძე პრეიდენტს.

 

მის ამ ვერსიას ადასტურებდა მაშინ ჯერ კიდევ პატიმრის დედა, რომელიც ამტკიცებდა, რომ მისი შვილი სასჯელს ტყუილად იხდიდა და მას საპატიმროში აწამებდნენ, ორი წლის უკან გადაღებული მისი ეს მიმართვა დღეს ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ გაავრცელა და შემდეგი კომენტარი დაურთო :

 

”ეს იმ ბიჭის დედაა, გუშინდელ მკველობაში ვინცაა ეჭვმიტანილი… და დედამისის კომენტარები ნახეთ რა, ვიდრე მის შვილს ამნისტიით, თუ შეწყალებით გამოუშვებდნენ…….რამდენი ასეთი ტიპი იქნა ციხიდან გამოშვებული, წმინდანებად რომ გვიცხადებდნენ და სინამდვილეში მკვლელები და ყაჩაღები იყვნენ….აი,ბატონო……რას მოთქვამდა დედა მაშინ მის ვითომ უდანაშაულო და ნაწამებ შვილზე“, – წერს გრიგოლია.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !