რატომ მოიკლა თავი კარატეში საქართველოს ორგზის ჩემპიონმა

Image

რამდენიმე დღის წინ 16 წლის გოგლიკო ბარბაქაძე დაკრძალეს.  საქართველოს ორგზის ჩემპიონმა კარატეში საკუთარ სახლში თავი ჩამოიხრჩო.

 

სიკვდილის წინ გოგლიკომ თავის მწვრთნელს, თემო კვირაიას მესიჯი მისწერა: „ძალიან ცუდი რაღაც გავიფიქრე და უნდა შევასრულო. ჩემთან რომ მოხვალ, ყველაფერი უკვე გვიან იქნება. ხალხს უთხარით, არ დამივიწყონ".

 

„ის იყო დაძინებას ვაპირებდი, მესიჯი რომ მივიღე.  კინაღამ გავგიჟდი. დედაჩემს ვუთხარი, წამყევი, რაღაც უბედურება ხდება-მეთქი; კიდევ ერთ ბავშვს, გოგლიკოს მეგობარს დავურეკე და გიჟივით გავვარდი… 22 წელია ტაეკვანდოში ვარ. გოგლიკო 10 წლის იყო, რომ მომიყვანეს და მას შემდეგ გვერდიდან არ მომცილებია. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ რაიმე ცუდი შეიძლებოდა შემთხვევოდა. ვიზუალურადაც ძალიან კარგი შესახედაობის იყო და ფიზიკურადაც ძლიერი.

 

თავის თავში ისეთი დარწმუნებული იყო, ორჯერ რომ საქართველოს ჩემპიონი გახდა, ამბობდა, - აი, ნახავ, მსოფლიოს ჩემპიონიც გავხდებიო. ამ დღეებში ქობულეთში უნდა წავსულიყავით 10-დღიან ვარჯიშებზე და ადგილს ვერ პოულობდა, როდის წავალთო! მართალია, დედა არ ჰყავდა, - სამი წლის იყო, როცა დედა გარდაეცვალა, გოგლიკო და კიდევ მისი პატრა ორი ძმა ობლები დარჩნენ, მაგრამ ბავშვებს ოჯახში არაფერს აკლებდნენ.

 

ბებია-ბაბუა, ბიძა, ბიცოლა და მამა ყველაფერს უკეთებდნენ, მამამისმა მეორე ცოლიც კი არ მოიყვანა, შვილები დამეჩაგრებიანო… არ ვიცი, რა მოხდა მის ცხოვრებაში ისეთი, რომ ასეთი რამ გააკეთა, შოკირებული ვარ…

 

შეყვარებულს დაშორდა, მაგრამ  ის ამისთვის თავს არ მოიკლავდა… მესიჯის წაკითხვისთანავე გამოვვარდი, გზასი გოგლიკოსთან  ყველანი სახლში იყვნენ, კარი ბაბუამისმა გამიღო, - გოგლიკოს მეორე სართულზე ძინავსო, ვთხოვე, - რაღაც საქმე მაქვს, გააღვიძეთ-მეთქი. ბაბუამისი გოგლიკოს ოთახში შევიდა და იღრიალა.

 

რომ ავვარდით, ისეთი სურათი დამხვდა, ჩემს ცხოვრებაში თვალებიდან არ ამომივა, - გოგლიკოს მავთულით ჰქონდა თავი ჩამომხრჩვალი, თანაც ეს მავთული იმდენჯერ იყო გაკვანძული, ვერაფრით ხსნიდნენ. მიცვალებულთან პირველად ვიყავი, მაგრამ გამწარებულმა ყველაფერი დავივიწყე და დასისხლიანებული თითებით ვხსნიდი, ვერაფრით გავხსენი, მერე ბაბუამისმა თქვა, ამ მავთულით ვაზი გვაქვს ტალავერზე, ეტყობა, იქ მოჭრა და ოთახში შეიტანაო…

 

გოგლიკოს მამა გიჟს ჰგავს… მეც შვილი მყავს და აღარ ვიცი, რით უნდა დავიცვა ის, გოგლიკოს არც სპორტით დატვირთვა აკლდა, არც ოჯახის ყურდღება და არც მეგობრების სიყვარული…“ - ამბობს თემო კვირაია.

 

 

http://www.kvirispalitra.ge/public/22375-qsheyvarebulis-gamo-thavs-ar-moiklavdaq-16-tslis-saqarthvelos-chempionma-thavi-chamoikhrcho.html

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !